ოკუპირებული ტერიტორიები

თალაკვაძე აფხაზეთზე: ეს არის მორიგი არალეგიტიმური მოქმედებებები ჩვენს ტერიტორიაზე

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ დაანონსებულ სამხედრო წვრთნებს არალეგიტიმურს უწოდებს.

"მიგვაჩნია, რომ ეს არის მორიგი არალეგიტიმური მოქმედებებები ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საერთაშორისო პასუხი იყოს ამაზე ერთიანი. მაშინ, როცა აფხაზეთს სჭირდება ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალი შესაძლებლობები, რუსეთი კვლავ და კვლავ ჩვენს მოძმეებს აფხაზეთში სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს", - ამბობს თალაკვაძე.

კომენტარები