თალაკვაძე ევროპულ საქართველოს: პირდაპირ თქვით მუხთარლის საქმისგან რა გინდათ

ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ევროპულ საქართველოს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმართა და თქვა, რომ "ამ საქმისგან რაღაც გინდათ". 

"მუხთარლის საქმეზე რომ ლაპარაკობთ, ამ საქმისგან რაღაც გინდათ და პირდაპირ თქვით რა გინდათ. არ ხართ თქვენ ის ხალხი, ვისაც უბრალო ადამიანების ბედი გადარდებთ და მათი სატკივარი გაწუხებთ, ეს ყველამ ვიცით, არ ხართ თქვენ ეგ ხალხი. რა გინდათ ამ საქმისგან პირდაპირ ილაპარაკეთ. გამოძიება დაწყებულია, დიდი სამუშაო გაწეულია, მუშავდება, მოთხოვნები გაგზავნილია აზერბაიჯანში და დაელოდეთ გამოძიებას! ან ასეთი სირთულის სხვა საქმეები მოიტანეთ, რომლებიც მსოფლიოში არსებობს - რა ვადებში იქნა გამოძიებული, როგორ და საგნობრივად ვილაპარაკობთ. ნუ მიგირბით ხელი თქვენი ქვეყნის იმიჯის და თქვენი მოქალაქეების დაზიანებისკენ", - თქვა თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე.

აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ითხოვს.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 29 მაისს გაიტაცეს. ის ამჟამად აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება. მუხთარლი და მისი ოჯახი ამბობენ, რომ გატაცებაში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, რასაც ქართული მხარე უარყოფს.

 

კომენტარები