კულტურული მემკვიდრეობა

მარნეულში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დააზიანეს

marneuli.gov.ge

მარნეულში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დააზიანეს. ჩამსხვრეულია ფანჯრები და გარეგანათებები. ასევე, დაზიანებულია ეკლესიის კარიც.

ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლებიც ჩავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2592-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები