ავიაცია

მგზავრმა "იღბლიანად ფრენისთვის" ძრავში მონეტები ჩაყარა - რეისი 5 საათით გადაიდო

GE

ავიარეისი ჩინეთში 5 საათით გადაიდო, მას შემდეგ რაც ხანდაზმულმა მგზავრმა თვითმფრინავის ძრავში მონეტები "იღბლიანად ფრენისთვის" ჩაყარა. შემთხვევა გუანჯოუს აეროპორტში China Southern Airlines-ის ხომალდზე მოხდა. თვითმფრინავი შანგჰაიში მიფრინავდა.

80 წლის ქალბატონმა ძრავს მონეტები ჩასხდომისას ტრაპიდან ესროლა. ტექნიკოსებმა 5-საათიანი ინსპექტირების შედეგად 9 მონეტა თვითმფრინავის ტურბინაში აღმოაჩინეს. მომხმადრთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

იმ შემთხვევაში თუ ტურბინაში 1 მონეტაც მოხვდებოდა მას ძრავის სერიოზულად დაზიანება შეეძლო.

თვითმფრინავის რეაქტიული ძრავა საკმაოდ რთული მოწყობილობაა, მისი მძიმედ დაზიანება ძრავში მოხვედრილ მცირე ზომის საგანსაც მარტივად შეუძლია. 

კომენტარები