რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში რიანას ფოტოები გავრცელდა მამაკაცთან, რომლის სახეც არ ჩანდა. ბარბადოსელი მომღერალ - რობინ რიანა ფენტის შეყვარებულის ვინაობის გაგებას მსოფლიო საზოგადოება დიდი ხანია ცდილობს. მომღერალს მსოფლიო რიანას სახელით იცნობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რიანას ახალი შეყვარებული არაბი ბიზნესმენი - 29 წლის ჰასან ჯამილია. ჯამილი 1,5 მილიარდი დოლარის მემკვიდრეა. მისი ოჯახი საუდის არაბეთში საფეხბურთო კლუბის მეპატრონე და Toyota-ს ოფიციალური დისტრიბუტორია.
წარსულში, ჯამილი მოდელ ნაომი კემპბელის შეყვარებული იყო.