Rolls-Royce

Rolls-Royce-ის მყიდველთა ასაკი ბევრად გაახალგაზრდავდა


ფოტო: Rolls-Royce

ბრიტანული ლუქს კლასის ბრენდის Rolls-Royce-ის მყიდველთა ასაკი გაახალგაზრდავებულია, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ტორსტენ მიულერმა განაცხადა. როგორც ირკვევა გაახალგაზრდავების ტენდენცია შეიმჩნევა ზოგადად, ლუქს კლასის პროდუქციის მყიდეველებშიც, რის გამოც კომპანიებს ახლა უფრო მეტად ახალგაზრდების გემოვნებაზე მორგებული პროდუქტების წარმოება უწევთ.

ტორსტენ მიულერის თქმით, 2010 წლისთვის Rolls-Royce-ის მყიდველის საშუალო ასაკი 56 წელი იყო, 2016 წელს კი მან 45 წელი შეადგინა. Bloomberg-ის ცნობით, საშუალოდ ლუქს კლასის ავტომობილის მყიდველის საშუალო ასაკი დღეს 50-ია. ტორსტენ მიულერის თქმით, ბრენდის მყიდველთა გაახალგაზრდავება საკმაოდ დადებით ტენდენციას წარმოადგენს და ის კომპანიას ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალებას აძლევს. Rolls-Royce-მა ახალგაზრდების სეგმენტისთვის შექმნა ახალი მოდელი, $362-ათასიანი Wraith. 

ჩინეთი ლუქს კლასის ბრენდებისთვის, როგირიცაა Rolls-Royce, Bentley, Bugatti და სხვა ყველაზე მზარდი ბაზარია. გასულ წელს ჩინეთში გაყიდული ლუქს კლასის ავტომობილების 40%-ის მყიდველი 40 წლამდე პირები იყვნენ.

კომენტარები