ძალადობა

ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

0 კომენტარი
ფოტო: pets4homes.co.uk

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ორ ფაქტზე რ. მ-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების თანახმად, 2017 წლის 25 და 27 ივნისს, რ. მ-მ რუსთავში, გ.თ.-ს კუთვნილი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის ცხოველებს - ლეკვებს პნევმატური იარაღით მიაყენა ჭრილობები, რამაც ერთი ცხოველი იმსხვერპლა.

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და რ.მ-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები