რელიგია

უზბეკეთში კომუნალური დავალიანების მქონე მოქალაქეებს მექის მოლოცვა აუკრძალეს

მექა

კომუნალური დავალიანების მქონე უზბეკებს მექაში პილიგრიმობა აეკრძალებათ. ტაშკენტის მთავარი იმამის, ანვარ ტურსუმოვის განცხადებით, უზბეკეთის მოქალაქე მუსლიმი ვერ შეძლებს ჰაჯის (მექის მოლოცვის) შესრულებას, მაშინაც კი, თუ მისი დავალიანება ერთ დოლარს არ აღემატება. იმამს მიაჩნია, რომ ისლამისთვის ვალი მიუღებელია.

"ასეთი ადამიანის ჰაჯი მიუღებელია. ჩვენ მას თვითმფრინავშიც კი არ ავუშვებთ. ღვთის წინაშე პასუხისმგებლები ვართ ყოველი წყლის წვეთისთვის და ეს უნდა ახსოვდეს ყოველ მუსლიმს", - განაცხადა იმამმა და მუსლიმებს მოუწოდა წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის დავალიანება სასწრაფოდ დაფარონ.

იმამის აკრძალვა უზბეკეთის პრეზიდენტის ინიციატივას მოჰყვა, რომელმაც გადასახადების ამოღების მასშტაბური გეგმა შეიმუშავა და ამაში საგანმანათლებლო დაწესებულებებიც კი ჩართო.

ჰაჯი ერთ-ერთია ისლამის ხუთი ბურჯიდან. 

კომენტარები