საპატრულო პოლიცია

HUGO BOSS-ის მაღაზიის ღონისძიებისთვის რუსთაველის გამზირი პიკის საათში გადაკეტეს

რუსთაველის გამზირი

HUGO BOSS-ის მაღაზიის ღონისძიებისთვის ქვეყნის მთავარი გამზირი, პიკის საათში გადაკეტეს.

შს სამინისტროში ტაბულას დაუდასტურეს, რომ რუსთაველის გამზირის მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორია საპატრულო პოლიციამ წერილობითი მიმართვის საფუძველზე გადაკეტა.

უწყების ცნობით გზა ერთ საათში გაიხსნება. ღონისძიების გამო მიმდებარე ქუჩებზე საცობები გაჩნდა.

კომენტარები