ნარკოპოლიტიკა

კატალონიაში მარიხუანას კულტივაცია და მოხმარება ლეგალური გახდა

Getty Images

ესპანეთის ავტონომიური გაერთიანების, კატალონიის პარლამენტმა 28 ივნისს კენჭი უყარა კანონს, რომლის მიხედვითაც, რეგიონში მარიხუანას კულტივაცია, მოხმარება და გადაზიდვა ლეგალური გახდა. ეს გადაწყვეტილება ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სრულწლოვანებისთვის მარიხუანა ლეგალური გახდა. 

კატალონიის ავტონომიური მთავრობა გადაწყვეტილების მიღებაზე 3 წელი მსჯელობდა. 

"ჩვენ არ გვინდოდა, რომ საქმე სანახევროდ გაგვეკეთებინა,"- ამბობს ალბა ვერგესი, კატალონიის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტეტის თავმჯდომარე. ვერგესის თქმით, თავიდან ჰოლანდიისა და ამსტერდამის მაგალითზე ფიქრობდნენ, სადაც მარიხუანას გაყიდვა ლეგალური იყო, მაგრამ კულტივაცია მხოლოდ შავ ბაზარზე არსებობდა. სწორედ ამიტომ, კატალონიის მთავრობამ მარიხუანას კულტივაციაც დასაშვები გახადა. 

ახალი რეგულაციების მიხედვით, კოფიშოპებს წელიწადში 150 კგ-ზე მეტი გამომშრალი მარიხუანას გასაღების უფლება არ ექნებათ. რეგულაციების გათვალისწინებით, ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება და ის ტურისტებისთვის არ იქნება დაშვებული. კანონის მიხედვით, ყველა, ვისაც სურს მარიხუანას შეძენა, უნდა დარეგისტრირდეს კოფიშოპში და დაელოდოს 15 დღე ნებართვის მისაღებად.  

ყველა მოქალაქეს, რომელიც არის 21 წლის, ეძლევა თვეში 60 გრამის ფლობის უფლება, 18-დან 21 წლამდე ასაკის პირებს კი, 20 გრამის. თუმცა, ეს რეგულაციები არ ეხება მათ, ვინც მარიხუანას სამედიცინო მოხმარებისთვისთვის იყენებს. 

"ერთადერთი, რასაც ვითხოვდით, კანონიერი დაცვა იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ცალი ფეხით კანონიერად და მეორეთი - კანონგარეშე,"- ამბობს ერთერთი კოფიშოპის მფლობელი.

კომენტარები