ხელფასები

ყველაზე დაბალ და მაღალანაზღაურებადი სექტორები საქართველოში

thedailysheeple.com

საქართველოში დასაქმებულის საშუალო ხელფასი თვეში 900 ლარი და 40 თეთრია. თუმცა სექტორების მიხედვით საშუალო ანაზღაურების მოცულობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქსტატის მონაცემებით, ანაზღაურება ყველაზე დაბალი განათლების სექტორშია და ის 2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით თვეში 563 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს. ყველაზე მაღალი კი საფინანსო სექტორშია, სადაც ანაზღაურება საშუალოდ თვეში 1907 ლარი და 50 თეთრია.

სექტორების მიხედვით საშუალო ხელფასები ასე გამოიყურება:

  • განათლება - 563.9 ლარი
  • სოფლის მეურნეობა - 657 ლარი 
  • სასტუმროები და რესტორნები - 740 ლარი
  • კომუნალური მომსახურების გაწევა - 781 ლარი
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 826 ლარი
  • ვაჭრობა - 853 ლარი
  • ჯანდაცვა - 934 ლარი
  • თევზჭერა - 955 ლარი
  • ელექტროენერგიის წარმოება/განაწილება - 1115 ლარი
  • სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1226 ლარი
  • სახელმწიფო მმართველობა - 1295 ლარი
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1332 ლარი
  • მშენებლობა - 1498 ლარი
  • საფინანსო საქმიანობა - 1907.5 ლარი

კომენტარები