კუპონი

რა ღირს კუპონი დღეს?

0 კომენტარი
ფოტო: ეროვნული ბანკი

1993 წლის 29 აპრილიდან 1995 წლის 2 ოქტომბრამდე საქართველოს დროებითი ფულადი ერთეული კუპონი იყო, აღნიშნული ვალუტა ჰიპერინფლაციამ გაანადგურა და ის 1995 წელს ლარით ჩანაცვლდა.

გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, კუპონის რეკორდული ინფლაციის პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არა რომან გოცირიძე, არამედ ნოდარ ჯავახიშვილი იყო. 1993 წლის 7 აგვისტოს 1 აშშ დოლარი 5 690 კუპონი ღირდა, ამავე წლის ბოლოსთვის კი ერთი დოლარის ღირებულება 102 ათასი კუპონი გახდა. IMF-ის მონაცემებით, 1993 წელს ინფლაცია 74 ათასი პროცენტი იყო, 1994 წელს კი ინფლაციამ 64 ათასი პროცენტი შეადგინა. კუპონის განადგურება ეროვნული ბანკის არასწორმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ და საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.

რა ღირს კუპონი დღეს:

კუპონის ღირებილება დღეისთვის 99 თეთრიდან 15 ლარამდე მერყეობს და მისი შეძენა ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშია შესაძლებელი, მაგალითად:

20 000-კუპონიანი 99 თეთრი ღირს

ფოტო: ეროვნული ბანკი

100 000-კუპონიანის ღირებულებაც 99 თეთრია

ფოტო: ეროვნული ბანკი

500-კუპონიანის ღირებულება კი 14.99 ლარია

ფოტო: ეროვნული ბანკი

ასევე 14.99 ლარი ღირს 50 000-იანი ნომინალის კუპონიც

ფოტო: ეროვნული ბანკი

შედარებით უფრო ძვირი პირველი ემისიის კუპონია, 1994 წელს მოჭრილი ბანკნოტების ღირებულება კი განურჩევლად მათი ნომინალისა 99 თეთრია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები