საკონსტიტუციო ცვლილებები

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი კონსტიტუციას ვეტოს დაადებს

parliament.ge

"დარწმუნებული ვარ, კონსტიტუცია როგორც არ უნდა შევცვალოთ, მასში რა ცვლილებაც არ უნდა შევიტანოთ, პრეზიდენტი ვეტოს აუცილებლად დაადებს", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"დამატებითი კონსულტაციებისთვის მზად ვართ, რისი შეცვლაც არის შესაძლებელი მესამე მოსმენის ფარგლებში. ჩვენ ასეთი კონსულტაციებისთვის მზად ვართ. შეიძლება დოკუმენტში ცვლილებები შევიდეს. ჩვენ კონსულტაციებისთვის ღია ვართ. საბოლოო ჯამში, კონსტიტუცია შემოდგომაზე იქნება მიღებული. ვეტოს ჩვენ უპირობოდ ველოდებით შემოდგომის სესიაზე", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო საქართველოს კონსტიტუციის პროექტი. დოკუმენტი პირველი მოსმენისთვის წარდგენილი პროექტისგან საკმაოდ განსხვავდება, რასთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ მმართველი გუნდის მისამართით არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა.

კონსტიტუციის პროექტით იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი, ასევე 2024 წლიდან უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ასევე სრულად იცვლება გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი. 

კომენტარები