არჩევნები 2017

ხვალ გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს დაასახელებს

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

ხვალ, 20:00-ზე, მთაწმინდის პარკში პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ქართულმა ოცნებამ ანონსი რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. 

ხვალვე ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაა დაგეგმილი, სავარაუდოდ სხდომაზე მერობის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მერობის კანდიდატი ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნება, თუმცა ქართული ოცნება დღეს მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებდა. 

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, ხოლო ნაციონალური მოძრაობის - ზაალ უდუმაშვილია. სხვა თვითმმართველო ქალაქების მერობის კანდიდატები პარტიებს ჯერ არ დაუსახელებიათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 

კომენტარები