ოცნების პოლიტსაბჭო

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

რუსთავი 2

ქართული ოცნების ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. ოცნების ოფისთან ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულები არიან შეკრებილები და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს.

როგორც ცნობილია პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღონ. პარტიის მერობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილი დღეს 20:00 საათზე წარადგენს.  ქართული ოცნების მერობის კანდიდატი სავარაუდოდ კახა კალაძე იქნება. 

კომენტარები