თვითმმართველობის არჩევნები 2017

ოცნების პოლიტსაბჭომ თბილისის მერობის კანდიდატად კალაძეს ერთხმად დაუჭირა მხარი

ენერგეტიკის სამინისტრო

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ამ გადაწყვეტილებას დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ სხვა კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა.

„ქართული ოცნების კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში იქნება, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული პოლიტიკოსი, ახალგაზრდა თანამედროვე ადამიანი, კახა კალაძე. ეს გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ. სხვა კანდიდატურები არ ყოფილა განხილული, ჩვენ დავუჭირეთ ერთიანად მხარი კახა კალაძის კანდიდატურას. კახა კალაძე ამ არჩევნებზე გამოდის გუნდის სრული და ერთიანი მხარდაჭერით.“ - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი კახა კალაძე როგორც ქართული ოცნების მერობის კანდიდატს დღეს 20:00 საათზე წარადგენს.

კომენტარები