სროლა არკანზასში

არკანზასში ღამის კლუბში სროლის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა

foxnews.com

არკანზასში ღამის კლუბში სროლის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ცნობით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

"თავდამსხმელი პროფესიონალი მსროლელი არ ყოფილა, არც ეს ინცინდენტი იყო ტერორიზმთან კავშირში. როგორც ჩანს ღამის კლუბში სიტუაცია უცებ დაიძაბა" , - წერს პოლიციის დეპარტამენტი სოციალურ ქსელში.

ღამის კლუბში მყოფები 16-20 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ. ინცინდენტი ადგილობრივი დროით 02:30 საათზე მოხდა.

კომენტარები