ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის ვიცემერს შეხვდებიან

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები თბილისის ვიცემერს ლაშა აბაშიძეს შეხვდებიან.

"მინდა, რომ დღეს შევხვდეთ მესაკუთრეებს. მათი ნაწილი შესულები იყვნენ და ნახეს, რა მოცულობაა დაზიანებული. ვფიქრობ, რომ მათთან ერთად უნდა დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან, რა პრობლემა აქვთ. ხანძრის გამომწვევ მიზეზზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს", - ამბობს აბაშიძე.

მოვაჭრეები ფიქრობენ, რომ ხანძარი ელექტროენერგიის გამო არ გაჩენილა, რადგან, მათი თქმით, ბაზრობაზე დაახლოებით 20 საათზე ელექტროენერგიას თიშავენ.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

კომენტარები