ინფლაცია

ივნისში იფნლაციამ ბოლო ხუთი წლის რეკორდულ მაჩვენებელს, 7.1%-ს მიაღწია

ტაბულა

2017 წლის ივნისში იფნლაციამ 7.1% შეადგინა, ეს 2011 წლის აგვისტოს შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. საქსტატის მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი იყო ფასების ზრდა ტრანსპორტის ქვეჯგუფზე, სადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 15.3%-ს შეადგენს, ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა ფასები და სურსათისა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 9,5 პროცენტით, რაც 2,87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10,4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,3 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 0,66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (21,3 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,4 პროცენტი).

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 15,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (21,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 18,2 პროცენტით, რაც 1,18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (36,8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3,0 პროცენტი).

2015-2017 წლებში ინფლაცია 


ფოტო: საქსტატი

კომენტარები