შსს

შს მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი დანიშნა

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი დირექტორი დანიშნა. სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილის ნაცვლად პოლიციის პოლკოვნიკი ნიკოლოზ სირაძე იქნება.

შსს-ის ცნობით, ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და მეხანძრე-მაშველებს თავდადებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის,  ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიონალური რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
 

კომენტარები