კანალიზაცია

საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 46.5%-ის ტუალეტია კანალიზაციაზე მიერთებული

besttoiletguide.net

საქართველოს მხოლოდ 1.73 მილიონ მოქალაქეს აქვს წვდომა საკანალიზაციო სისტემაზე, ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

საქსტატის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ეწეოდა 18 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მთლიანმა მოცულობამ 207.9 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.27 მილიონი ადამიანი, რაც საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტს წარმოადგენს. წყალარინების (კალანიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობამ 1.73 მილიონი (46.5%), ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.26 მილიონი (34%) შეადგინა.

სტატისტია რეგიონალურ ჭრილში არაა წარმოდგენილი, თუმცა სავარაუდოდ ქალაქებში კანალიზაციაზე წვდომის მაჩვენებელი ბევრად აღემატება რეგიონებში არსებულ მაჩვენებლებს.

Forbes-ის ცნობით, კანალიზაციაზე წვდომა ყველაზე დაბალია აფრიკის გაჭირვებულ ქვეყნებში, სადაც ის 15%-ზე დაბალია. მაგალითად ნიგერში ეს მაჩვენებელი 10%-ია, სამხრეთ სუდანში კი 6%.

კომენტარები