24 წლის ნიაკიმ გეთვეში სამხრეთ სუდანელი გოგოა, რომელსაც ბავშვობაში უჩვეულოდ მუქი კანის ფერის გამო კანის გათეთრებას ურჩევდნენ. ახლობლების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ნიაკიმ კანის ფერი არ შეიცვალა და საცხოვრებლად მინეაპოლისში, მინესოტას შტატში გადავიდა სადაც მისი მოდელის კარიერა დაიწყო.
"ჩემი ფერი ელეგანტურია. ეს არის ის, რასაც მე წარმოვადგენ . . . მებრძოლების ერს", - წერს 24 წლის შავკანიანი მოდელი.