ელექტროენერგიის შეზღუდვა

4 ივლისს თბილისის 9 უბანს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

Creative commons

4 ივლისს თბილისის 9 უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი შეზღუდვის მიზეზად გეგმიურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ნაფარეულის, შროშის, ქობულეთის და კეკელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის, ღამბაშიძის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და რაფიელ დვალის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, სამგორის ჩიხი №5, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გიორგი ნადარეიშვილის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, გორგასლის და ნადიკვარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოთარ ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IX კვარტლის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის და ურეკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის IV მიკრორაიონის №23, №24 კორპუსების და დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის №13 კორპუსის და გლდანის მასივის V, VI, VII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კომენტარები