ოკუპაცია

სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო პრეზიდენტი აღშფოთებულია

facebook.com/PresidentMargvelashvili

"საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს გორი რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად გამოეხმაურება შექმნილ ვითარებას." -ამის შესახებ პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა.

“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებებს, რომელიც მის ხელთ არსებობს, იმისთვის, რომ შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არცერთი ფაქტი ჩვენი რეაგირების გარეშე არ დარჩება”, - ამბობსფხალაძე.

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი დღეს გადმოწიეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ე.წ. საზღვრის გადმოწევით, რადმენიმე მაცხოვებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

კომენტარები