რუჯი

როგორ მივიღოთ სასურველი რუჯი

shopify.com

ზაფხულის სეზონზე რუჯის მოყვარულებმა იმისათვის, რომ მიიღოთ თანაბარი რუჯი და ამავე დროს არ დაიწვათ, გაითვალისწინეთ დერმატოლოგების რჩევები.

მზეზე გასვლის წინ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი

"დამწვრობა თქვენი პირველი მტერია" - თუ მზეზე დამცავის გარეშე დიდ დროს გაატარებთ, შედეგად მხოლოდ დამწვრობას მიიღებთ.

ზოგი ადამიანი იმტკიცება, რომ დამწვრობა რამდენიმე დღეში ნამზეურში გადადის. ეს მტკიცება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სწორი თუ მუქი ფერის კანი გაქვთ. თუ ღია ფერის კანი გაქვთ დამწვრობის შედეგად თქვენ - დაიზიანებთ კანს, რომელიც გამოშრება, შემდეგ აუცილებლად აგძვრებათ, საბოლოო ჯამში კი მზის პროცედურების ახალი ფურცლიდან დაწყება მოგიწევთ.

  • დერმატოლოგების რჩევით, მზეზე გასვლისა და რუჯის მიღების წინ, რამდენიმე დღე მზისგან დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენოთ.
  • სასურველია, რომ ყველაზე მეტი კრემი ცხვირზე, მკერდსა და მხრებზე გადაინაწილოთ, რადგან ეს ადგილები ყველაზე ადვილად იწვება.
  • რეკომენდებულია, რომ მზისგან დამცავი საშუალებები მზეზე ყოფნისას ნახევარ საათში ერთხელ წაისვათ.

ნუ იჩქარებთ რუჯის მიღებას

გარუჯვის პირველ დღეს მზეზე 15-20 წუთზე მეტ ხანს არ გაჩერდეთ. მორიგი რუჯის მიღების დროს კი ყოველ ჯერზე 5-10 წუთი დაამატეთ.

დაასვენეთ კანი

გაითვალისწინეთ, რომ რუჯის მიღება და თქვენს ორგანიზმში მელანინის წარმოქმნა რუჯის დასრულების შემდეგ რამდენიმე საათი გრძელდება. სწორედ ამ მიზეზით, არ არის აუცილებელი მზეზე წოლა იმ დრომდე, სანამ კანის ფერის ცვლილება თქვენთვის შესამჩნევი გახდება.

დალიეთ ბევრი წყალი

რუჯის მიღებისა და მზეზე ყოფნის დროს დალიეთ ბევრი წყალი, რომ კანი არ გამოგიშრეთ.

არ გახვიდეთ რუჯის მისაღებად მზის სათვალისა და ქუდის გარეშე

მოერიდეთ მზეზე ყოფნას მზის სათვალისა და ქუდის გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი მზე კანის გამოშრობასა და ჭკნობას იწვევს.

კომენტარები