განზრახ მკვლელობა

ფოთში 45 წლის მამაკაცი ქალმა დანით მოკლა

შსს

ფოთში 45 წლის მამაკაცი ქალმა დანით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა 1967 წელს დაბადებული ვ.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარი მამაკაცი - 1967 წელს დაბადებულ ზ.შ. დანით გულმკერდის არეში დაჭრა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ვ.რ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები