ე.წ. ციანიდის საქმე

დეკანოზი მამალაძე პატიმრობაში დარჩება - სასამართლო განხილვა 7 ივლისს ჩაინიშნა

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება.

"დღეს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამა გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას არ ჰქონდა არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს მამა გიორგი პატიმრობაში. ვიმედოვნებ, იმ შეცდომას, რომელიც დღეს მოსამართლემ დაუშვა, განაჩენის გამოტანისას არ დაუშვებს. ეს უსამართლობა თუ გაგრძელდა, საქართველოში ნამდვილად არ დასრულდება. ამას არ დავამთავრებთ იმის ფონზე, რომ ვინმეს მივცეთ საშუალება და ნება, როგორც მას სურს, ისეთი სამართალი აწარმოოს, რადგან სამართალი ყველასთვის ერთია, ვინც არ უნდა იყოს, მაღალიც, დაბალიც, მსუქანიც და გამხდარიც", - აღნიშნა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა 7 ივლისს განახლდება.

კომენტარები