თვითმმართველობის არჩევნები

პრეზიდენტის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების თარიღი მისი გადაწყვეტილება არ იყო

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების თარიღი მისი გადაწყვეტილება არ იყო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში სტუმრობის დროს ისაუბრა.

"პრინციპულობის გამოჩენა ყოველდღიური ბრძოლაა ნებისმიერი ადამიანისთვის. ვერ გამოაცხადებს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე. შარშან ჩემი პოზიცია რომ, რაც შეიძლება, ადრე იყოს არჩევნები, ამაზეც იყო გარკვეული დაძაბულობა მთავრობასთან. ბუნებრივია, შარშანაც ასევე დამდეს არაპრინციპულობაში ბრალი", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირაში გაიმართება. ზუსტი თარიღი პრეზიდენტს არ უთქვამს, თუმცა, რადგან არჩევნები შაბათს ან კვირას იმართება, 21 ან 22 ოქტომბერი მოუწევს.

შესაბამისი აქტი აგვისტოს ბოლოს გამოიცემა.

კომენტარები