ჰოთ დოგი

ჰოთ დოგების ჭამის ჩემპიონატში გამარჯვებულმა 10 წუთში 72 ჰოთ დოგი შეჭამა

ჯოუი ჩესტნატი
ფოტო: Reuters

4 ივლისს აშშ-ში ყოველწლიურად იმართება ჰოთ დოგების ჭამის კონკურსი, რომელსაც უკვე წლებია ჯოუი ჩესტნატი იგებს. წელს ჩესტნატმა 10 წუთის განმავლობაში 72 ჰოთ დოგი შეჭამა. 

კონკურსის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ "ცხოველების უფლებების" დამცველ ორგანიზაციებს.

10 წუთში 72 ჰოთ დოგი ახალი მსოფლიო რეკორდია, მისი დამყარებისთვის ჩესტნატს 10 ათასი დოლარი გადაეცა. კონკურსში მეორე ადგილზე გასულმა 62 ჰოთ დოგი შეჭამა.

ჰოთ დოგების ჭამის შეჯიბრი ქალებს შორისაც ტარდება. წელს პირველი ადგილზე ლას-ვეგასის მკვიდრი მიკი სუდო გავიდა. მან 10 წუთში 41 ჰოთ დოგი შეჭამა.

კომენტარები