ჩხრეკა

ენმ-ის წევრის სახლში სუს-ის წარმომადგენლები ყალბ დოკუმენტებს ეძებდნენ

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის გოჩა კოკაიას სახლი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას პარტიაში დაუდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც სამართალდამცავებმა კოკაიას განუცხადეს ჩხრეკა ხორციელდებოდა მოქალაქის ჩვენების საფუძველზე, რომელიც ამბობდა, რომ კოკაია ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა. სამართალდამცავები მის სახლში ყალბ დოკუმენტებს ეძებდნენ.

ასევე ენმ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოკაიას სახლის ჩხრეკა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სამართალდამცავებმა ყალბი დოკუმენტი ვერ იპოვეს და ოქმის შედგენის შემდეგ დატოვეს სახლი და თან წაიღეს კოკაიას პირადი მობილური ტელეფონი დალუქულ მდგომარეობაში. 

ტაბულა აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

კომენტარები