ბიძინა ივანიშვილის ხეები

ციხისძირში ხეებს სავარაუდოდ ივანიშვილის პარკში გადასატანად ამზადებენ

0 კომენტარი

ციხისძირში გადაღებულ ფოტოებზე ასახულია მიწიდან ამოთხრილი გადასატანად გამზადებული ხეები. ფოტოები, რომელიც 5 ივლისს არის გადაღებული, ტაბულას მკითხველმა მიაწოდა.

ფოტოებზე ასევე ჩანს ბოლო პერიოდში გზის პირზე აკაფული ხეები და აღებული ხიდი. ჯერჯერობით უცნობია, ეს ხეების გადატანისთვის გზის გასათავისუფლებლად გახდა საჭირო, თუ არა. 

ტაბულა ცდილობს დაადგინოს, ვის და რა მიზნით გადააქვს ხეები, თუმცა ცნობილია, რომ ეს ჰობი (და მისი სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა) ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები