თბილისის მერობის კანდიდატები

კალაძის ბოლო მთავრობის სხდომა მინისტრის ამპლუაში და კვირიკაშვილის მადლობა

gov.ge

პრემიერმინისტმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრსა და ვიცეპრემიერის კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,  კალაძისთვის მინისტრის ამპლუაში დღეს მთავრობის ბოლო სხდომაა.  პრემიერის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. კვირკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერის პოსტზე კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს.

უხეში დათვლით, ეს არის დაახლოებით მილიარდ ორასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტრო სადგური და ჩაყრილია საფუძველი მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე. მე დარწმუნებული ვარ, იმ ახალ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელსაც ჩვენი დედაქალაქის მერობა ჰქვია კახი პირველ რიგში მოიგებს რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, რადგან ვფიქრობთ რომ აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახის კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს და ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის და მინდა კახის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და წარმატებების ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად.”- თქვა პრემიერმინისტრმა.

როგორც ცნობილია კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებზე, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

კომენტარები