ოკუპაცია

სუბარი: ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში, ოკუპაციას წერტილი დაესვა 2008 წელს

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ოკუპაცია საქართველოში 2008 წელს დასრულდა და რუსეთის მიერ ე.წ. სასაზღვრო ბანერების დადგმით "რამე თვისობრივად არ იცვლება".

"ზოგადად, საზღვრების გადმოწევა და ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული თემა, მაგრამ, მაინც მგონია, რომ არასწორ კონტექსტში ვაშუქებთ ხოლმე. ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში, ოკუპაციას წერტილი დაესვა 2008 წელს. ამას ვივიწყებთ და რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა. ოკუპაცია მოხდა, რუსეთი არის ოკუპანტი და უნდა დავამთავროთ ეს ოკუპაცია. ყოველი ახალი ბანერის დადგმით რამე თვისობრივად არ იცვლება", - ამბობს სოზარ სუბარი.

ორი დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში რუსებმა ახალი ე.წ. საოკუპაციო ბანერი დადგეს.

კომენტარები