უბედური შემთხვევა

თბილისის ზღვაში ავტომობილი გადავარდა - 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი გადაარჩინეს

wikimapia

გვიან ღამით თბილისის ზღვაში ავტომობილი გადავარდა - მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ორი კი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, ცხედრები მყვინთავებმა ამოიყვანეს. 

სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ დაშავებულები საავადმყოფპოში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა და რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები