დავით ნარმანია

პრემიერი: დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერზე დავით ნარმანიაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავით ნარმანიას, რომელსაც არაერთი ძალიან კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქალაქისთვის. დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა და მან არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებლად. მინდა, რომ მას დიდი მადლობა გადავუხადო",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები