არჩევნები 2017

"მჯერა, თბილისი ჩემს გვერდით დადგება" - კალაძე სამინისტროს ტოვებს

ენერგეტიკის სამინისტრო

დღეს კახა კალაძემ მინისტრობის 5-წლიანი პერიოდი შეაჯამა და თანამდებობა დატოვა - ის საარჩევნო კამპანიაში ერთვება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ენერგეტიკის ახალი მინისტრი. 

"მე დღეს ვტოვებ თანამდებობას. ჩემთვის იწყება ახალი ეტაპი ცხოვრებაში. მჯერა იმის, რომ თბილისი ჩემს გვერდით დადგება. მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ მომავალში ჩვენი დედაქალაქისთვის. ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც თბილისში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ, რადგან მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ. ", - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის ახალი მინისტრს პრემიერმინისტრი უახლოეს მომავალში დაასახელებს.

კახა კალაძემ თავის საფეხბურთო და პოლიტიკურ კარიერაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სკეპტიკურად უყურებდნენ მის ენერგეტიკის მინისტრობას, თუმცა, საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა. კალაძემ ასევე გაიხსენა ბავშვობა და თქვა, რომ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, თუმცა, ეუბნებოდნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდა.

"მინდა ასევე გავიხსენო ჩემთვის სენსიტიური მომენტი, როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, მინდოდა გამოვსულიყავი მაგარი ფეხბურთელი და მეთამაშა მაგარ გუნდში. ერთ დღეს მითხრეს, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, მირჩიეს წავსულიყავი სახლში. ეს სიტყვები ძალიან მძიმე იყო, ატირებული, ცრემლიანი დავბრუნდი სახლში, თუმცა თავი არ დამიხრია და მინდა გითხრათ, რომ როცა რაღაცის გულით გჯერა და შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია. ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ენერგეტიკის დარგში, არის იმ დაუღალავი შრომის და ერთობის შედეგი, რაც ამ წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის დარგში", - თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები