ნარკოდანაშაული

ისრაელის აეროპორტში დედა-შვილს ჩემოდანში 100 ათასი აბი ექსტაზი ედო

Israel Police Spokesperson's Unit

ისრაელში ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში დედა და შვილი დააკავეს, რომელთაც ჩემოდანში 100 ათასი აბი ექსტაზი ედოთ. აბები სულ 7.5 კილოს იწონიდა. jerusalemonline -ის ცნობით, მათი ღირებულება ნახევარ მილიონ დოლარამდე იყო.

ნარკოტიკი ჩემოდნის ორმაგ სარჩულში იყო, რომელიც ჰოლანდიიდან ისრაელში ჩამოფრენილ დედა-შვილს ეჭირა. დაკითხვაზე 57 წლის ქალი და მისი 19 წლის ვაჟიშვილი ამტკიცებდნენ, რომ იერუსალიმში ოჯახურ ღონისძიებაზე მიდიოდნენ.

გამოძიების მიმდინარეობისას დაკავებულებმა ნარკოტიკის გადატანისა და გაყიდვის ბრალი აღიარეს.

კომენტარები