დაკარგული მოქალაქეები

კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ გოსტიბეში სალაშქროდ მყოფი 4 ადამიანი გაუჩინარდა

კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ გოსტიბეში სალაშქროდ მყოფი 4 ადამიანი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებულები ტურისტები არიან, თუმცა საგანგებობოში ვერ ამბობენ ნამდვილად ტურისტები არიან თუ არა დაკარგუელები. 4 ადამიანი 5 ივლისის შემდეგ გაუჩინარდა, მათ გზა აებნათ და სამაშველო სამსახურს თავად დაუკაშირდნენ, თუმცა ამის შემდეგ მათთან კონტაქტი გაწყდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ და ძებნის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

კომენტარები