კომუნიკაციები

მოსახლეობა ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას სულ უფრო იშვიათად იყენებს

flickr.com

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში მოსახლეობა სულ უფრო ნაკლები აქტიურობით იყენებს ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, ბოლო 4 წლის მანძილზე ამ სერვისის აბონენტთა რაოდენობა 40%-ით, კომპანიების შემოსავლებიც 40%-ითაა შემცირებული.

2013 წლის მაისში ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების აბონენტების რაოდენობა 1.16 მილიონი იყო, დღეს კი ის 727 ათასს შეადგენს. ამ კომპანიების ჯამური შემოსავლები 2013 წლის მაისში 6.8 მილიონი ლარი, 2017 წლის მაისში კი 3.9 მილიონი ლარი იყო. წარმოგიდგენთ ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების შემოსავლებს (ნაჩვენებია 4 უმსხვილესი კომპანია)

ამ ბიზნესის მოცულობის შემცირება პირველ რიგში აბონენტთა მობილურ ქსელებზე გადართვას უკავშირდება. ამავდროულად, შეინიშნება ტენდენცია, რომ გაგზავნილი sms-ების რაოდენობაც მცირდება, რადგანაც მომხმარებლები sms-ების უფასო ალტერნატივას ინტერნეტ ჩეთს უფრო აქტიურად იყენებენ. 

კომენტარები