მარგარეტ ტეტჩერი

მეი: ვანდალიზმის შიშის გამო მარგარეტ ტეტჩერის ძეგლზე უარი არ უნდა ვთქვათ

GETTY

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით, პარლამენტის მოედანზე მარგარეტ ტეტჩერის ძეგლის აღმართვის საკითხი ვანდალიზმის შიშებმა არ უნდა შეაჩეროს. 

პროექტის ინიციატორები დიდი ბრიტანეთის პირველი ქალი ბრემიერმინისტრისთვის, ბარონესა მარგარეტ ტეტჩერისთვის პარლამენტის მოედანზე 3 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს სკულპტურის დადგმას გეგმავენ. პარლამენტის მოედანზე უკვე აღმართულია რამდენიმე მსოფლიო ლიდერის, მათ შორის უინსტონ ჩერჩილის, მაჰათმა განდის, ნელსონ მანდელასა და აბრაამ ლინკოლნის ძეგლები:

მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში 2013 წლის 8 აპრილს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ტეტჩერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი 1979 წლიდან 1990 წლამდე ეკავა, აღნიშნულ პერიოდში ტეტჩერმა მძიმე ეკონომიკური პრობლემების გამოსასწორებლად რადიკალური ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რის გამოც მას მემარცხენეები მწვავედ აკრიტიკებნენ. 2013 წელს მის გარდაცვალებს მალევე მოჰყვა ბრიტანელ მემარცხენეთა ზეიმი, სწორედ აღნიშნულმა ჯგუფებმა შეიძლება შეურაცხყონ მისი ძეგლი. 

კომენტარები