აშშ-რუსეთის ურთიერთობა

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დასრულდა

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც G20-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა, დაგეგმილი 30 წუთის ნაცვლად, 2 საათი და 16 წუთი გაგრძელდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მან და ტრამპმა არაერთი პრობლემა განიხილეს. მათ შორის, სირიასა და უკრაინაში არსებული მდგომარეობა. ასევე, ტერორიზმთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები.

კომენტარები