სტიქია

შატილიდან მოსახლეობა და ტურისტები მაშველებს ვერტმფრენით გადმოჰყავთ

0 კომენტარი
ფოტო: wikipedia

შატილიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტებისა და მოსახლეობის გადმოყვანას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ცდილობენ. სამაშველო სამუშაოები უამინდობის, უგზობისა და მდინარის ადიდების გამო გახდა საჭირო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაშველებმა ვერტმფრენით თბილისში უკვე ჩამოიყვანეს 15 ბავშვი მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად. ისინი შატილში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლიდან ექსკურსიაზე იყვნენ და უამინდობის გამო, უკან ვეღარ ბრუნდებოდნენ.

ამ დროისთვის მაშველები შატილის მიმდებარე ტერიტორიიდან ხუთი უცხოელი ტურისტის გამოყვანას ცდილობენ. შსს-ს ცნობით, მათთან მოხერხდა კონტაქტის დამყარება მოხერხდა, ცნობილის ტურისტების ზუსტი ადგილსამყოფელიც.

ვერტმფრენი შატილის მიმართულებით რამდენიმე რეისს შეასრულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები