საოკუპაციო ხაზი

"რუსეთი ოკუპანტია" - აქცია სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან

Rustavi 2

"არა ოკუპაციას"; "რუსეთი ოკუპანტია" - აქცია ამ ლოზუნგებით დღეს სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან გაიმართა. აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ. საპროტესტო მსვლელობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრებიც შეუერთდნენ. 

მოქალაქეები ახალსოფელში შეიკრიბნენ, საიდანაც სოფელ ბერშუეთამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათი თქმით, სიმბოლური აქციით რუსულ აგრესიას დაუპირისპირდნენ და აჩვენეს, რომ საოკუპაციო ხაზს "თავის ნებაზე ვერ გადმოწევს".

"[ამ აქციით] რუსეთის ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ამ მიწას ჰყავს პატრონი. ის, რომ ოფიციალური პირები არანაირ განცხადებას არ აკეთებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მიწები დაუკავებელია,"- აცხადებს აქციის მონაწილე. 

კომენტარები