საავტომობილო გზები

ძლიერი წვიმების გამო რამდენიმე საავტომობილო გზაზე სპეციალური რეჟიმები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმების გამო საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მიმოსვლაზე სპეციალური რეჟიმები დაწესდა. დეპარტამენტის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. 

  • ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ100 და 66-ე კმ-ზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
  • ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის კმ7 (სოფ. ჟონეთი) გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა ადიდებული მდინარის წყალი, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა.
  • ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17 (სოფ. ჟონეთი) მონაკვეთზე ადიდებული მდინარე გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
  • თეთრიწყარო-ქსოვრეთი-გუდარეხი-სამონასტრო კომპლექსის საავტომობილო გზის კმ5-კმ14 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კომენტარები