საოკუპაციო ხაზის გადმოწევა

მავთულხლართები პარლამენტის ძველ შენობასთან - ევროპული საქართველოს აქცია

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა დღეს "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ახალგაზრდა წევრებმა მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან ერთად გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ძველ შენობასთან მავთულხლართები აღმართეს. მათი თქმით, ამ ფორმით მცოცავი ოკუპაცია და ამ საკითხზე მთავრობის უგულებელყოფის პოლიტიკა გააპროტესტეს. რაც შეეხება მავთულხლართებს, ეს იმ საფრთხის სიმბოლოა, რომელიც რუსეთისგან მოდის და მთელ ქვეყანას ანექსიით ემუქრება. 

"ჩვენი ხელისუფლება არის ჩუმი რეაგირების რეჟიმში რუსეთის მხრიდან იმ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის, ადამიანების მიწაზე შეჭრის ფაქტებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახოს, რომ ქართული საზოგადოება ამას არ ეგუება, ქართული საზოგადოება ამას აპროტესტებს და, ზოგადად, მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი მავთულხლართები და საოკუპაციო ხაზები ევლებოდეს სუვერენულ სახელმწიფოში,"- ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. 

კომენტარები