რუსი მედიამენეჯერი, ჟურნალისტი და ბლოგერი ანტონ ნოსიკი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნოსიკის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ცნობისთვის, ანტონი ნოსიკი ცნობილი რუსული მედია ვებგვერდების დამაარსებელია - Newsru.com, Lenta.ru და Gazeta.ru.
ბოლო წლებში, მისი ბლოგი Ekho Moskvy-ს ვებგვერდზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
2016 წელს, სასამართლომ ანტონ ნოსიკს 300 ათასი რუბლის ჯარიმა დააკისრა ბლოგპოსტის გამო, სადაც ჟურნალისტი სირიაში რუსეთის ინტერვენციას აკრიტიკებდა. ბლოგპოსტში ნოსიკმა პუტინის ხელისუფლება ნაცისტურ გერმანიას შეადარა.