ნარკოდანაშაული

შსს: MDMA-ს შეძენა-შენახვისთვის თურქეთის ორი მოქალაქე დავაკავეთ

thedrugclassroom.com

სამართალდამცველებმა ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით მდმა-ს შეძენა შენახვისთვის დააკავეს. ბრალდებულები 1992 წელს დაბადებული ო.ო. და 1985 წელს დაბადებული ჯ.ბ არიან.

"სამართალდამცველებმა, ო.ო.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 339 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 31,2113 გრამ "მდმა"-ს შეიცავს. ჯ.ჰ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 1,06798 გრამი "მდმა"-ს შემცველი 9 აბი", - წერია განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები