ელექტროენერგიის გათიშვა

11 ივლისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ხვალ, 11 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თელასი ავრცელებს. ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია. შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, ჩხიკვაძის, ურეკის, საჩხერის, ცოდნისკარის, შატილის, ბარამიძის, სადმელის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხის, სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის, ჟღენტის, ხვანჭკარის, ტყიბულის და მაღალაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, ხიზანიშვილის, ქერჩის და ღების ქუჩების  მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზარზმის და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ფანასკეტრელ-ციციშვილის და ბახტრიონის  ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის, ყიფშიძის  (ნაწილობრივ)  და რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის  დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, წულუკიძის და 17 შინდისელი გმირის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, თუმანიშვილის, ნიკოლაძის, შარაშიძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის შესახვევის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის II დასახლების და ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭონქაძის, ლერმონტოვის, დავითაშვილის და ამაღლების ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები