უაქციზო სიგარეტი

საგამოძიებო: 1 480 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოვიღეთ

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური წარმოების, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 1 480 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

საგამოძიებო სამსახურისვე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 - დან 4 წლამდე.

კომენტარები