GWP: მთაწმინდის და კრწანისის რაიონების ნაწილს წყალი ხვალ დილამდე არ ექნება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, კრწანისის და მთაწმინდის რაიონების ნაწილს წყლის მიწოდება ხვალ დილამდე შეუწყდა. კომპანია მიზეზად პეკინის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ასახელებს. კერძოდ, GWP-ს ინფორმაციით, ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გასაშვებად მზად არის და დღეს გადაერთების სამუშაოები ჩატარდება. ამის გამო, მაგისტრალური ქსელი წყლისგან უნდა დაიცალოს.

"აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათიდან, 12 ივლისის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში - კოსტავას, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. 

კრწანისის რაიონში - ლესელიძის, გუდიაშვილის, ერეკლე II-ს, შარდენის და მიმდებარე ქუჩებს" - აცხადებს GWP და აღნიშნავს, რომ წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებენ.

კომენტარები